9 აპრილს დაღუპულ გმირებს ზუგდიდში პატივი მიაგეს (ფოტორეპორტაჟი +ვიდეო)

0

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. ზუგდიდში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა.

https://www.youtube.com/watch?v=HjVyprXe6u4&t=4s

შეგახსენებთ, რომ 28 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

სხვა ახალი ამბები: