9 მაისს ზუგდიდის მერია სხვა და სხვა სახის ღონისძიებებს გამართავს

0

11:00 საათზე ქალაქ ზუგდიდის მერიაში ომის ვეტერანთა მიღება გაიმართება. როგორც მერიის პრეს სამსახურში აცხადებენ, დასაჩუქრება ყველა ვეტერანი. მათ გადაეცემათ მისალოცი ბარათები და ელექტროტექნიკა. აქვე გადაეცემათ პერსონალური მილოცვები საქართველოს პრემიერისგან.

11:30 საათზე ვეტერანი წურწუმიას სახლში ვიზიტი და საჩუქრის გადაცემა ( ქ. ზუგდიდი. კიკვიძის ქუჩა N20) “ჯიჯი” გიმნაზიაში ვიზტი

12:00 საათზე სასაფლაოებზე გასვლა (შალვა ქირია,მაცხოვრის კარის ეკლესია. ივანე ვნუკოვი, აკაკი ბუკია, შალვა ჩილაჩავა,ჭითაწყარის სასაფლაოები ვლადიმერ ესებუა)

14:00 საათზე ვეტერანთათვის სადილი ქალაქ ზუგდიდის მერის სახელით.

19:00 საათზე სუხიშვილების კონცერტი. ვეტერანებს კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს საჩუქრად პირადად ქალაქ ზუგდიდის მერი, ირაკლი გოგოხია გადასცემს.