90-იანელების ჰიტი სენაკში ანუ ამბავი ”ძგვიბისა” და ”ფრიდრიხას” შესახებ

1

1ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელ facebook-ს მოედო სენაკური ისტორიაა. მოკლე ჩანახატის მთავარი გმირი სენაკში ახლად დანიშნული გამგებელი გოჩა დგებუაძეა, რომელსაც ადგილობრივებმა მეგრული სახელი ”ძგვიბი” შეარქვეს. (ძგვიბის განმარტება ასეთია: ადგილობრივების განმარტებით, რა სათხოვარზეც და საკითხზეც არ უნდა შეხვიდე გამგებელთან, ყველაფერზე ცხვირს იბზუებსო ’’გაძგვიბინუ ჩხვინდია” აქედან შეერქვა ძგვიბი)

სენაკის რაიონში მოსახლეობის თითქმის უმრავლესი ნაწილი ახალი გამგებლის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს. ამის მიზეზი პირველ რიგში ის არის, რომ გოჩა დგებუაძე, მეტსახელად ”ძგვიბი” სენაკის მაჟორიტარი დეპუტატისა და სამეგრელოს გუბერნატორის, გურამ მისაბიშვილის კადრია და მეორეც, როგორც ადგილობრივები ამბობენ სენაკელების ნდობას არ იმსახურებს.

სენაკელების განცხადებით რაიონის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ სოფლის რწმუნებულების გათავისუფლება და მათ ნაცვლად საკუთარი გუნდის წევრებით ჩანაცვლება უკვე დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სენაკის უმრავლეს სოფლებში ძველი კადრების დათხოვნის პროცესი დაწყებულია. ასეთ სოფლებს შორის არის ახალსოფელი, თეკლათი და ფოცხო. დგებუაძე აღნიშნულ სოფლებში ახალ რწმუნებულებად  საკუთარი გუნდის წევრებსა და ახლო ნათესავებს მოიაზრებს. ახალსოფელში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს ბადრი ხურციას, ფოცხოში ვინმე მამულია, რომელიც ამავე სოფლის ყოფილი რწმუნებული იყო. ადგილობრივების განცხადებით მას პირობითი სასჯელიც მოეხსნა და როგორც წლების განმავლობაში არჩევნების ”ბეჯით” გამყალბებელს, კონკურენტი სოფელში არ ჰყავს. რაც შეეხება სენაკის ყველაზე დიდსა და ამავე დროს ყველაზე ცნობილი სოფლის, თეკლათის გამგებელს, გოჩა დგებუაძე სოფლის გამგებლად მის ახლო ნათესავს ფრიდონ ადანაიას, მეტსახელად ”ფრიდრიხას” მოიაზრებს.

ადგილობრივების განცხადებით ”ფრიდრიხა” ყოფილი მხედრიონელი და ამავე დროს ყოფილი პოლიციელია, რომელმაც თავი გაითქვა ”ზვიადისტებისადმი” არადამიანური მოპყრობით. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ”ფრიდრიხა” არის ნასამართლევიც. როგორც ირკვევა მას ნარკოტიკებთან ჰქონდა კავშირში.

სენაკის გამგებლის, გოჩა დგებუაძის, იგივე ”ძგვიბის” მიერ ”ფრიდრიხას” თეკლათის რწმუნებულად დანიშნვას სოციალურ ქსელ facebook-შიც ეხმაურებიან.

”ჩვენს თეკალათელებს შემოვევლეთ, პურად და გულად ხალხს!!! გილოცავთ მეგობრებო, თქვენთვის უსვრია ’’ავრორას,’’ ბოდიში ოცნებას!!! 90-იანი წლები ბრუნდება! აღსრულდა თეკლათელების დიდი ხნის ’’ნატვრა’’ და ’’ოცნებაი’’!!! ვიღაცას თავში მოსვლია თეკლათის რწმუნებულად ბარიგა ფრიდრიხა დანიშნოს!!! ამას გვიმალავდით?????

ფრიდრიხას თეკლათში რწმუნებულად გაშვების მთავარი მიზანი, თეკლათის ნაყოფიერი მიწის ათვისებაა!!! ძალიან კარგად ხარობს კანაფი!!! ზედმეტი მოვლა პატრონობა არ სჭირდება!!! იქვე, მეცხოველეობის ფერმაა! ძროხებიც საკაიფოდ იგრძნობენ თავს, საკაიფო რძე და ყველი გვექნება…

ისე, მართლა საინტერესოა, ვის გაუჩნდა თავში ეს ბრძნული აზრი??? ძგვიბის, ყვარყვარეს თუ წარსულს მონატრებულ მელაშვილს!!! გვესმის ძგვიბის ნათესავია ფრიდრიხა, მაგრამ მთლად ასეთ სირეგვენეს როგორ ჩაიდენს და თავს მოიჭრის საკავშირო მასშტაბით!!! ფრიდრიხას სოფელს კი არა ძროხას ვერ ანდობს კაცი…
თეკლათი სტრატეგიული სოფელია. ჯარიც იქვეა. მოწევისა და კაიფის შემდეგ, ვინ რას დაატრიალებს კაცმა არ იცის…გიხაროდენ თეკლათელებო, გიხაროდენ!!!
ამხანაგო ძგვიბი! ვიკაიფეთ ამ ინფორმაციით და ესეც გვეყოფა… იმედია, ამას ასრულება არ უწერია, თორემ ’’საკაიფოდ’’ მაშინ გექნებათ საქმე!!! მანამდე კი გაერთეთ და კიდევ ერთხელ მოუსმინეთ 90-იანი წლების ჰიტს!!!-ნაქვამია სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატუსში.

როგორც სენაკელები ამბობენ 90-იანელების დაბრუნებას სენაკში არ დაუშვებენ და ყველანაირად შეეწინააღმდეგებიან  რაიონში ძგვიბის, ფრიდრიხას და მათ მიმდევრებს.

სხვა ახალი ამბები: