“9+1- წელზე” გადაღებული 24-სერიანი მხატვრული ფილმი სატელევიზიო ეთერში სექტემბრიდან გავა

0

სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა – “ჰეროკრატია”, მთავარ გმირს, პრეზიდენტს – ჰერო. ამის შესახებ წერს გაზეთი “რეზონანსი”

ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.

იქნება მძიმედ საყურებელი ნაწილიც, სასამართლო პროცესები, წამებაც, სისასტიკეც და ასევე – კომიკური ნაწილიც. ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით “+18”. თითო სერია 40-წუთიანი იქნება.

პირველი კადრი დაიწყება გლდანის ციხით. შემდეგ არის სასამართლო პროცესი. მთელ ფილმს, დასაწყისიდან ბოლომდე, სხვადასხვა სს საქმეების განხილვა გასდევს. არის დაკითხვა, გამოძიება, ჩვენებები კადრებით. პარალელურად მიდის ციხის ამბები და პოლიტიკური ელიტის ყოფა-ცხოვრება.

“თავიდანვე განსაზღვრული იყო 24 სერია, თუმცა სცენარი უფრო დიდია და არ ვიცი, ზუსტად როგორ იქნება. ჩვენ გეზი 24 სერიაზე გვქონდა აღებული და ის პრაქტიკულად თითქმის გადაღებულია. სხვადასხვა სერიაში ეპიზოდები აკლია. რამდენიმე ისტორია, რომელიც დაგეგმილი იყო, ფილმში ვერ შევიდა. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმიტომ, რომ მოცულობა გაიზარდა. ერთია დაწერილი სცენარი და მეორეა ვიზუალურ სივრცეში გადატანილი, განხორციელებული პროექტი. 24 სერია გვექნება იმ დროისთვის, როდესაც სერიალი ეთერში გავა, ეს იქნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში”-აცხადებს ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელმაც გაზეთ “რეზონანსს” ინტერვიუ მისცა.

სხვა ახალი ამბები: