უკრაინაში ოპოზიციამ მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირება განაახლა

0

kievi_aqcia_11_13დღეს დილიდან უკრაინის ევროინტეგრაციის მომხრეებმა, კიევში მინისტრთა კაბინეტის ბლოკირება განაახლეს.

,,რია ნოვოსტის” ცნობით, ამ დროისათვის შენობასთან აქციის ასობით მონაწილე იმყოფება, რომელბიც შენობის ცენტრალურ შესასვლელთან არიან მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც.

იქვეა მობილიზებული 10-მდე ავტობუსი, რომელიც სპეცრაზმელებით არის სავსე.

დღეს უკრაინის მთავრობის სახლში მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომაა დაგეგმილი.