ლალი ანთია: “როლანდ ახალაია სააკაშვილისაგან გულდაწყვეტილია”

laliiარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ საოლქო პროკურორსა და ექს-თავდაცვის მინისტრის მამას როლანდ ახალაიას მოუწოდებს ხმა აღიმაღლოს სააკაშვილის წინააღმდეგ და საზოგადოებას უთხრას სიმართლე თუ რატომ შეაწმინდა ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მხოლოდ მას და მის ოჯახს. ანთიას ინტერვიუს დღეს ყოველკვირეული გამოცემა “ასავალ-დასავალი” აქვეყნებს.

“მე ვიცი, რომ როლანდ ახალაია სააკაშვილისაგან გულდაწყვეტილი და გულგახეთქილია. მე ვურჩევდი როლანდს, რომ გამოვიდეს და ხმამაღლა ილაპარაკოს, თუ რატომ გაწირა მისი შვილი მიშამ და მარტო თეა თუთბერიძე რომ კივის ბაჩოს დასაცავად, სხვები რატომ არ იღებენ ხმას? ნაციონალებმა პირი შეკრეს და გადაწყვიტეს, ყველამ ერთად ახალაიებს შეახოცონ ხელები, ყველა დანაშაული მას აჰკიდონ და თვითონ მშრალად გამოძვრნენ. როლანდმა ეს მშვენივრად იცის. რას ელოდება, გამოვიდეს და ამოიღოს ხმა!”-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>