თურქი მსახიობი და მოდელი სირენაი სარიკაი, ქართველი ქალების წყევლის ობიექტი (ფოტო)

5ახალგაზრდა თურქი მსახიობი, სერენაი სარიკაი ამავე დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი თურქი მოდელია. საკერაი 1991 წლის 1 ივლისს თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაიბადა. სერენაი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც მომავალი მსახიობი მხოლოდ 6 წლის იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სერენაი საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ მისი ოცნება განუხორციელებელი დარჩა. მარტოხელა დედამ მისთვის სწავლის ფულის გადახდა ვერ შეძლო.

სარიკაის არაერთ სამოდელო ჩვენებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და იგი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება.

ახალგაზრდა თურქი მსახიობი, სერენაი სარიკაი ქართველმა მაყურებელმა სერიალში “ტიტების დრო” გაიცნო. ის აღნიშნულ სერიალში იეშიმის როლს ასახიერებს. იეშიმი სერიალის უარყოფითი პერსონსაჟია, რომელიც ქართველი ქალების 80 პროცენტის წყველას იმსახურებს.

მსახიობს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავისი ოცნებების ასრულებას ნებისმიერ ფასად ასრულებს. თავდაპირველად, ამ დევიზს ცეკვასა და სპორტში იყენებდა, მოგვიანებით კი სამსახიობო კარიერის შექმნაში დაეხმარა.

მსახიობს სერიალში 2006 წლიდან იღებენ. დღესდღეობით კი მისი ფოტოებით აჭრელებულია თურქული ბეჭდური გამოცემები, მას ხშირად იღებენ რეკლამებსა და ფოტოსესიებში. ამას გარდა, მსახიობი თურქეთის ერთ-ერთ ლამაზ მსახიობთა სიაშია.

სერენაი ნაკლებად წარმატებულია პირად ცხოვრებაში. გასულ წელს მას სკანდალური რომანი ჰქონდა ასევე მსახიობ ტოლგახან საიშმანთან. პაპარაცები მათ ცხოვრებას უმწარებდნენ. საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

როგორც ჩანს, თავშეკავებულობით სერენაი არც რეალურ ცხოვრებაში გამოირჩევა. თურქულ პრესაში დაიბეჭდა პაპარაცული ფოტოები, სადაც მსახიობი კაფეში ფეხშიშველი მივიდა და თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.

ფოტო

5
6
7
1
2
3

სხვა ახალი ამბები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>