აბაშას ორი ახალი საბავშვო ბაღი ექნება

0

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაცხოვრისკარსა და გეზათში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღების მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 230 700 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებს  შპს „ალისა“ აწარმოებს. აბაშის გამგეობის ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში ადგილობრივ მოსახლეობაა დასაქმებული. აბაშაში 2012 წლიდან დღემდე აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაღი, რებილიტაცია კი 8 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა.

სხვა ახალი ამბები: