აბაშაში, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მოსახსენებელი წირვა-ლოცვა აღევლინა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპული აბაშელი სერგო მელიასა და გიორგი ნადარეიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდები გადაიხადეს. წირვა-ლოცვა სოფ. წყემისა და სოფ. ონტოფოს წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრებში აღევლინა.

ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ვაზიანის სამხედრო ბაზის უფროსი ლეიტენანტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანის გიორგი ნადარეიშვილის საფლავს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საზოგადოებამ.

უახლოეს პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფ. ონტოფოში მოეწყობა გიორგი ნადარეიშვილის სახელობის სკვერი.