აბაშაში „ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

0

„ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პროექტების პრეზენტაცია გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებმა მათ მიერ ინიცირებული პროექტების პრეზენტაცია მოაწყვეს. წარმოდგენილი იყო 7 პროექტი, რომელთა შორისაც გამოვლინდება საუკეთესო. პრეზენტაციას საუკეთესო პროექტის გამოსავლენად შექმნილი ჟიურის წევრები ესწრებოდნენ. კონკურსში ჩართვა აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე 14-29 წლის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდებს შეეძლოთ.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი პროექტების განხორციელებაში, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოემზადებინათ პროექტები, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლოა არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

საპროექტო განაცხადების შედეგები 1 ივნისს გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: