აბაშაში ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსისთვის განაცხადების მიღების ვადა ხვალ იწურება

0

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ აბაშელი ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული კონკურსი ხვალ სრულდება – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილების მიღების მსურველებმა ხვალ, 12 მაისს 18:00 საათამდე უნდა შემოიტანონ პროექტები. გამგეობის შესაბამისი სამსახური განიხილავს ყველა შემოსულ განაცხადს და გამოავლენს საუკეთესო პროექტის ავტორ გუნდს.

კონკურსი გულისხმობს ახალგაზრდების  მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების  მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტის  საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლოა არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

საუკეთესო პროექტის დასაფინანსებლად გამგეობის მიერ 1300 ლარია გათვალისწინებული.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:დაკლიკეთ აქ

სხვა ახალი ამბები: