აბაშაში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი ჩატარდება

0

აბაშაში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი 6-9 სექტემბერს ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ნორჩი კინემატოგრაფისტები. მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა 36-მდე ქვეყანამაც.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები არიან აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოფესტივალთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლებმა და ასოციაცია „სინარემას“ წამომადგენლებმა ზვიად დოლიძემ და გიორგი ხარებავამ.

სხვა ახალი ამბები: