აბაშაში სოფლებს შორის დამაკავშირებელი 2 კმ-იანი გზის მოასფალდება დასრულდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფ. მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით 2 კმ-ანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, წლების განმავლობაში გზა ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნიდა. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

პროექტი „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. გზის მშენებლობის სამუშაოების ღირებულებამ 307 527 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: