აბაშაში ტროტუარების მოწყობის სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს

0

აბაშაში ჩიქოვანის, ჯორჯიკიასა და თავისულების ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტროუარებზე შემორჩენილი ასფალტის ფენისა და ამორტიზებული ბეტონის წყალსაწრეტი არხების დემონტაჟს, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობას.

ყოფილი არქივის შენობიდან ეკლესიამდე, კულტურის სახლის (ჩიქოვანის ქ.), I საჯარო სკოლისა (ჯორჯიკიას ქ.) და ყოფილი უნივერმაღის (თავისუფლების ქ.) მიმდებარედ დეკორატიული სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფილებით 624 მეტრი ტროტუარი და 750 მეტრამდე რკინა-ბეტონის არხი მოეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე კუკური ლასარეიშვილმა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

სამუშაოებს ელ-ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს. „ჯი ემი JM“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 352 ლარით ფინანსდება.

სხვა ახალი ამბები: