აბაშის გამგეობა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს

0

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აბაშელი ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, კონკურსი გულისხმობს ახალგაზრდების  მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების  მხარდაჭერას. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ პროექტები, რომლებიც ემსახურება მუნიციპალიტეტის  საჭიროებების დაკმაყოფილებას და სასარგებლოა არა მხოლოდ პროექტების ბენეფიციართათვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში ჩართვა აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მქონე 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდებს შეეძლებათ. გუნდებმა საპროექტო წინადადები უნდა წარმოადგინონ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.

საპროექტო წინადადებების  მიღება 10 აპრილიდან  და 12 მაისის ჩათვლით მიმდინარეობს. საუკეთესო პროექტის დასაფინანსებლად გამგეობის მიერ 1300 ლარია გათვალისწინებული.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: abasha.ge

სხვა ახალი ამბები: