აბაშის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 67 106 ლარით 392 ბენეფიციარს გაუწია დახმარება

0

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოციალური პროგრამების ფარგლებში 67 106 ლარის დახმარება გასცა – ამის შესახებ ინფორმაციას გამგეობის პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით, 47 ბენეფიციარზე 22 106  ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით 6  ბენეფიციარზე – 900 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშვილიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც.  198 მრავალშვილიან ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 19 800 ლარი, მე-3 და მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 1 ოჯახზე – 300 ლარი;  49 ბენეფიციარზე  7950 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების (მათ შორის 4 დიდი სამამულო ომის მონაწილე ვეტერანი) დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 1 ოჯახზე 250 ლარი. ასევე დაფინანსდა გარდაცვლილ დევნილთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახი 600 ლარით და  მარჩენალდაკარგულ  ბავშვთა ოჯახების დახმარების პროგრამით –  28 ოჯახზე 4250 ლარი

დახმარებები გაიცა შშმ პირებზე სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი) პირების დახმარების პროგრამით – 44  ბენეფიციარზე 8800 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 11 ოჯახზე 2200 ლარი დაიხარჯა. ყრუ-მუნჯების და „ჩერნობილელთა“ დახმარების პროგრამით 4 ბენეფიციარზე 800  ლარი.

სხვა ახალი ამბები: