აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მარტში 399 ბენეფიციარს 72 794 ლარის დახმარება გაუწია

0

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  სოციალური პროგრამებით მარტის თვეში 399 ბენეფიციარს დახმარება გაუწია – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დახმარების პროგრამით 66  ბენეფიციარზე 34 344 ლარი და დიალიზის პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა  მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამით (ყოველთვიური დახმარებით) 7 ბენეფიცირზე – 1050 ლარი გაიცა.

დახმარება გაეწია მრავალშივლიან ოჯახებს და ომის ვეტერანებსაც. მრავალშვილიან 266 ოჯახზე (3 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) 26 600 ლარი, მე-3 და  მეტი ახალშობილი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით, 4 ოჯახზე  – 1200 ლარი;

34 ბენეფიციარზე 5100 ლარი გაიცა ომის მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამით, ხოლო ომის მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამით – 2 ოჯახზე 500 ლარი და გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების დახმარების პროგრამით  – 1 ოჯახზე 200 ლარი.

დახმარებები გაიცა ასევე შშმ პირებზე და სამედიცინო პროგრამების შესაბამისად. მკვეთრად გამოხატული შშმ (I ჯგუფი)  პირების დახმარების პროგრამით –  16 ბენეფიციარზე 3200 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით – 3 ოჯახზე   600 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წლის მარტის თვეში გაწეული დახმარების ჯამურმა ოდენობამ 72 794 ლარი შეადგინა.

სხვა ახალი ამბები: