აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდორის მიმართლებით 2,2 კმ ასფალტის გზა დაიგო

0

აბაშის მუნიციპალიტეტში აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფელი კოდორის მიმართულებით 2 200 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლება.

„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. ეს გზა განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში იყო. ბოლო 30 წელია მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა, რაც მოსახლეობას დიდ დისკომფორტს და პრობლემებს უქმნიდა. ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და მათ დღეიდან უმაღლესი სტანდარტების საავტობილო გზა ექნებათ“ – აცხადებს აბაშის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი.

პროექტი „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 363 932 ლარის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია სს. “არქეოპოლისი“-მა შეასრულა.

სხვა ახალი ამბები: