აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სოფ. ნორიოში მდინარე აბაშის ტოტზე ნაპირის გამაგრების, გზისა და ფონის მოწყობის სამუშაოების დასრულდა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად დაგროვილი ქვა-ღორღისა და ხეებისაგან გაიწმინდა მდინარის მარჯვენა ნაპირი, გამაგრდა საცალფეხო ხიდის კონსტრუქცია და მოეწყო გაბიონი.

პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი მთლიანი ღირებულება 28 257 ლარს შეადგენდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სექუოიამ“ შეასრულა.

სხვა ახალი ამბები: