აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სკვერი მოეწყო

0

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა სკვერი მოეწყო – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, სკვერს გიორგი ნადარეიშვილის, მურთაზ გაბუნიას, ზაზა ნადარეიშვილისა და ზვიად ნადარეიშვილის სახელობის სკვერი ეწოდა. მისი მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: