აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საბავშვო ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო

0

პირველი მაისის საბავშვო ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. დაირგო სხვადასხვა ხილის, ციტრუსისა და წიწვოვანი ნერგები – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, აქციაში ბავშვებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობიდან გამგებლის მოადგილეები კუკური ლასარეიშვილი და გია კუცია, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ცომაია იღებდნენ მონაწილეობას.

გამწვანების აქცია სიმბოლურად, საბავშვო ბაღის გახსნის 1 წლის იუბილეზე მოეწყო. ბაღი გასულ წელს აშენდა და კეთილმოეწყო. მიმდინარე წლის თებერვალში აღნიშნულ საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის შიდა ქსელის და გათბობის სისტემის მოწყობა დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: