აბაშის მუნიციპალიტეტმა 2 ნაგავმზიდი მანქანა და 100 ნარჩენების კონტეინერი შეიძინა

0

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 2 ახლი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა 13 და 7 კუბიანი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდი მანქანები და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერი, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. ნაგვის ახალი კონტეინერები უკვე გადანაწილდა ქალაქ აბაშასა და სოფლებში.

ამ ეტაპზე აბაშის მუნიციპალიტეტს სულ სამი ნაგავმზიდი ემსახურება, რაც საკმარისია სოფლებში დამატებული ახალი ლოკაციებიდან ნარჩენების ყოველ დღე გასატანად.

სხვა ახალი ამბები: