აბაშის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

0

აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ ჩემო პატარებო, უღრუბლო ცას და და ლამაზ ბავშვობას გისურვებთ, გილოცავთ აღმზრდელებო, ბედნიერ საქართველოში გეცხოვროთ!“ – ასე მიულოცა სოფელ პირველი მაისის აღსაზრდელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ბავშვთა დაცვის დღე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა.

სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ორგანიზებით საზეიმო განწყობა იგრძნობოდა მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, აღსაზრდელები მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.

აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში #1 საბავშვო ბაღისა და ხელოვნების სკოლების აღსაზრდელებმა კი ღია ცის ქვეშ საინტერესო გასართობი ღონისძიებები, ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და საესტრადო მუსიკა წარმოადგინეს.

პირველად ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს 1959 წელს და ამ დღესასწაულმა მსოფლიოს 51 ქვეყანა მოიცვა. მას შემდეგ ეს დღესასწაული ყოველწლიურად მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება.

სხვა ახალი ამბები: