აბაშის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ორ ოჯახს სამშენებლო მასალები გადაეცა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ორ ოჯახს სამშენებლო მასალები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

სამშენებლო მასალების გადაცემის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მამუკა კვიტაშვილთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.

„მოგეხსენებათ, რომ დაზარალებულ ოჯახებს ჩვენ დახმარებას დავპირდით. დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილ იქნა სამშენებლო მასალები, რომელიც გადავეცით უშუალოდ ოჯახებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებიან ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის  გუბერნატორი ლევან შონია და მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია და პირადად ესწრებიან საშენი მასალების გადაცემის პროცესს. ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის იქნება მოსახლეობის გვერდით და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელობების ფარგლებში, მაქსიმალურ დაეხმარებას გაუწევს“, – განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.

საცხოვრებელი სახლები 30 იანვარს, დიდთოვლობის გამო დაზიანდა. დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას მუნიციპალიტეტის გამგებელი მდგომარეობის ადგილზე გაცნობისთანავე დაპირდა. საცხოვრებელი სახლებისათვის საჭირო საშენი მასალა ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა შეძენილი.

სხვა ახალი ამბები: