აბაშის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

0

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა სოფ. მარანსა და სოფ. პირველ მაისში გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობის მეორე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო კიდევ რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარებს. კერძოდ, მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით; გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევში და აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფ. კოდორის მიმართულებით.
მეორე ეტაპის სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 163 179 ლარს შეადგენს. პროექტები „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან“ დაფინანსდა, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი“ ასრულებს.

სხვა ახალი ამბები: