აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

0

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ერთროულად რამოდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა დაათვალიერა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მაშტაბით გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარდა წყალსაწრეტ არხებს და მოეწყო მილხიდები. ასევე, რკინიგზის გადასასვლელთან, უჩა კაჭარავს ქუჩაზე და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის მიმდებარედ მოეწყო სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებით.

პროექტები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში დაფინანსდა 42 768 ლარით. სამუშაოებს ელ-ტენდერში (SPA160027856) გამარჯვებული კომპანია შპს „ოსო“ ახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: