აბაშის მუნიციპალიტეტში მდინარე ნოღელაზე ხიდი აშენდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში მდ. ნოღელაზე კაპანის უბანში 15 მეტრიანი ხიდი გაკეთდა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ხიდი მოსახლეობას საძოვართან და სასოფლო-სამეუნეო სავარგულებთან აკავშირებს. ადგილობრივების გარდა, ხიდით სოფლების ძველი აბაშისა და ნოოხაშის მოსახლეობაც ისარგებლებს.

დასრულებული სამუშაოები აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა ვახტანგ გაბელაიამ, გია კუციამ და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

პროექტის მთლიანი ღირებულება 14 446 ლარია და სამუშაოები შპს „აბაშის საგზაო სამმართველომ“ შეასრულა.

სხვა ახალი ამბები: