აბაშის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამის ფარგლებში 46 პირი 35 175 ლარით ფინანსდება

0

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოციალური დახმარების გაცემის კომისიის“ #1 სხდომა ჩატარდა, სადაც 46 განცხადება იქნა განხილული. განცხადებები სრულად შეესაბამებოდა მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების პირობებს.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, 37 ბენეფიციარზე სამედიცინო მომსახურების პროგრამით განაწილდა 22 557,50 ლარი. 1 050 ლარი გამოიყო დიალიზის  პროგრამაში მონაწილე ავადმყოფთა მგზავრობის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართული 7 პირისთვის. ასევე, ერთ მრავალშვილიან ოჯახს გამოეყო 300 ლარი და 250 ლარი ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს განესაწღვრა.

კომისიის გადაწყვეტილებით 46 პირზე ჯამში 35 175 ლარის გაცემა მოხდა.

სხვა ახალი ამბები: