აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლები ნორიო, სეფიეთი და ძვ. აბაშა გაზიფიცირდება

0

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფლების ნორიოს, სეფიეთის და ძვ. აბაშის გაზიფიცირება იგეგმება – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, გაზიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით, გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, მოადგილეები ვახტანგ გაბელაია და გია კუცია პროექტის შემსრულებელ კომპანია შპს „უნიმშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. გაეცნენ სამივე ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების პროექტებს.

მიმდინარე წელს გაზიფიცირების ქსელს 77 908 გრძივი მეტრი დაემატება და 1 257 აბონებტს მიეწოდება ბუნებრივი გაზი. პროექტების ღირებულება 2 383 000 ლარია.

სხვა ახალი ამბები: