აბაშის მუნიციპალიტეტში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები დაიწყო

0

აბაშის მუნიციპალიტეტში ჩიქოვანისა და ჯორჯიკიას ქუჩებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროეტით გათვალისწინებულია არსებული ამორტიზებული ბეტონის წყალსაწრეტი არხებისა და ბორდიურების დემონტაჟი, ახალი რკინა-ბეტონის არხების, არხის ზემოთ გადასასვლელებში ლითონის ცხაურების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. ამ ეტაპზე დეკორატიული სხვადასხვა ფერისა და ფორმის ფილებით  450  მეტრი ტროტუარი და 750 მეტრამდე რკინა-ბეტონის არხი მოეწყობა.

სამუშაოებს ელ-ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯიემი JM“ ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 519 ლარით ფინანსდება.

ცნობისთვის, 2015-2016წწ მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო 2 კმ-მდე სანიაღვრე არხები და ტროტუარები. სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 300 000 ლარს გადააჭარბა.

სხვა ახალი ამბები: