აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა

0

აბაშის მუნიციპალიტეტში პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ნაჩვენები იქნა 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. კინოფესტივალის 4 დღე სხვადასხვა ღონისძიებებითაც იყო დატვირთული. გაიმართა აბაშელი მგოსნის – კაჟან ცისკარელის (ირაკლი ქოიავა) იუბილესადმი მიძღვნილი ქართული ფოლკლორის საღამო. მოეწყო ექსკურსია ნოქალაქევსა და მარტვილში გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და მარტვილის მონასტერში

კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ – ჟიურის თავმჯდომარე, კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი (საქართველო) და ჟიურის წევრები – კინორეჟისორი და კინოდრამატურგი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).

გამარჯვებული 7 ნომიაციაში გამოვლინდა:

  1. საუკეთესო იდეა – ფილმი „მეშვიდე კლასი“ (იორდანია);
  2. საუკეთესო ოპერატორი – მატას პეტრინისი ფილმისათვის „34“ (ლიტვა);
  3. საუკეთესო მსახიობი გოგო – ლული სტიგი ფილმი „ნახვამდის მამა“ (ნიდერლანდი);
  4. საუკეთესო მსახიობი ბიჭი – ირაკლი გუგუშვილი ფილმი „თამაში დამთავრდა“ (საქართველო);
  5. საუკეთესო რეჟისორი – ლაიმ პრენ ტერი მორისი ფილმი „გონ-ზო“ (ირლანდია);
  6. საუკეთესო სცენარისათვის – სესილი მჟავანაძე ფილმი ,,პორტრეტები”( საქართველო) ;
  7. გრანპრი – პატარა იერუსალიმი (ლიტვა);

გამარჯვებულებს გადაეცა პრიზები და სერთიფიკატები. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებსაც.

აბაშას 10-მდე ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის მეზობელი აზერბაიჯანის, ბულგარეთის, პოლონეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა მამა კონსტანტინემ ჟიურის წევრები დაასაჩუქრა.

კინოფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები კი აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“.

სხვა ახალი ამბები: