აბაშის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა კვიტაშვილი აირჩიეს

0

აბაშის მუნიციპალიტეტის მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სხდომას საკრებულოს სრული შემადგენლობა, 32 წევრი დაესწრო, რომელიც #63 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გოგა ქოიავამ გახსნა.

მოგვიანებით სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ელვარდ ნოდია გაუძღვა.
აღნიშნულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა კვიტაშვილი იქნა არჩეული, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გელა ხოშტარია.

სხდომას აბაშის ახლად არშეული მერი ლევან მაკალათია, მერიის თანამშრომლები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ლევან მაკალათიამ საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებს წარმატებები უსურვა.

სხვა ახალი ამბები: