აბაშის საფეხბურთო კლუბი „ზანა“ ტურნირის გამარჯვებული გახდა

0

თბილისის „დინამოს” ერთ-ერთი ფეხბურთელის იური სიჭინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის გამარჯვებული აბაშის საფეხბურთო კლუბი „ზანა” გახდა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, ტურნირში საქართველოს საუკეთესო გუნდებს შორის მიწვეული იყო აბაშის საფეხბურთო კლუბი „ზანა“ (2004-2005 წელს დაბადებული ჭაბუკები, კლუბის დირექტორი ბატონი მამუკა ქვილითაია, მთავარი მწვრთნელი მამუკა კიზირია). „ზანამ“ ნახევარფინალში ფოთის „კოლხეთს“ ანგარიშით 2:0 სძლია, ფინალში კი თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი „ზანას“ ფეხბურთელებს ცენტრალურ სტადიონზე შეხვდა, სიგელებით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა მიღწეული წარმატებებისათვის.

მუნიპალიტეტის გამგებელი ახალგაზრდა სპორტსმენებს განტვირთვისა და დასვენების მიზნით, ქალაქგარეთ ექსკურსიის მოწყობაში დაეხმარება.

სხვა ახალი ამბები: