აბაშის სოფლებში აზიური ფაროსანას დამჭერი ხაფანგები განთავსდა

0

აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 198 ერთეული აზიური ფაროსანას ხაფანგი დაიდგა – ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მავნებლის დამჭერი ხაფანგების (ფერომონები) განთავსება დასრულდა, რომლის საშუალებითაც დადგინდება თუ როდისაა ეფექტური ქიმიური შეწამვლა.

მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ სხვიტარიძე, საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით აშორდია, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსები თეიმურაზ გაბრიჭიძე და ავთანდილ თოთოსაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი მალხაზ ჩარკვიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ პირველ მაისში მოხდა თხილის ბაღის სატესტო შეწამვლაც.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.

მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემა.

აღნიშნულ ღონისძიებებს სააგენტო (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: