“აბრეშუმის გზის“ ფორუმზე ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს განიხილავენ

0

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილავენ, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები თანამშრომლობის წინარე ხელშეკრულებებს გააფორმებენ ტრანს-კასპიური დერეფნის პორტებთან; ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

სხვა ახალი ამბები: