ადგილი სადაც ტექნოპარკი განთავსდება მალე გახდება ცნობილი

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად ზუგდიდის მერს, გამგებელს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. ლევან შონიამ „ახალგაზრდულ წელთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, გუბერნატორის განარტებით უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ტერიტორია, სადაც ბინას ტექნო-ინოვაციური პარკი დაიდებს.

„ეს იქნება ახალი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდებისთვის. ტექნოინოვაციური პარკის ადგილი, სადაც ის განთავსდება უკვე ცნობილია, მოსახლეობას მას ძალიან მალე წარვუდგენთ. თუცა მანამდე სტუდენტებისთვის ჩატარდება ტურები თბილისის ტექნოპარკის დასათვალიერებლად, რათა მათ ჰქონდეთ წარმოდგენა, თუ რას ვაკეთებთ ჩვენს ქალაქში“ – განაცხადა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

2016 წელი სამეგრელო-ზემო სვანეთში „ახალგაზრდულ წლად“ გუბერნატორმა ლევან შონიამ გამოაცხადა. „ახალგაზრდულ წელთან“ დაკავშირებით რეგიონში არაერთი ღონისძიება გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: