ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

0

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს კახაბერ რუსიას, ქალაქ ზუგდიდის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიის სახვადასხვა სამასახურების უფროსებს შეხვდა.

იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის საგრანტო პროექტებზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რომელსაც ისინი საქართველოში აფინანსებენ. გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქ ზუგდიდის ხელმძღვანელობამ ევროკავშირის ელჩს იმ საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაციას, რომელიც რეგიონს და ქალაქს აქვს.

ადგილობრივი ხელისუფლება ევროკავშირის საელჩოს სხვადასხვა სახის პროექტებს წარუდგენს.