ადიდებულმა მდინარემ მარტვილში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

0

მარტვილში, მდინარე აბაშაში მამაკაცი დაიხრჩო. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და წყალი მოულოდნელად მოვარდა.

“საქონელთან ერთად ცდილობდა მდინარის გადმოლახვას. ორივე წყალმა ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, ერთ კილომეტრში გამორიყა. ადგილზე სამაშველო ოპერაციებში ჩართული იყვნენ შესაბამისი სამსახურები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა შეუძლებელი იყო”,-განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგოლავამ.

სხვა ახალი ამბები: