ადიდებულმა მდინარემ მესტიის ოთხ სოფელში გზა და ხიდები წაიღო

0

ძლიერმა წვიმამ, მესტიის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელში პრობლემები შექმნა. ადიშში, ჭოლაში, გაღმა ხაიშში და ზედა ვედიში, ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.

მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა.

უხვმა ნალექმა, იფარის ტერიტორილ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარის ადიდების გამო გარე სამყაროს მოწყდა გაღმა ხაიშის და  ზედა ვედის მოსახლეობა.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სხვა ახალი ამბები: