აგებენ თუ არა პასუხს წალენჯიხის პარკის საკითხზე თანამდებობის პირები?! (მეორე ნაწილი)

0

540217_448547781822908_872162754_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge განაგრძობს ჟურნალისტურ გამოძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკის მშენებლობასთან დაკავშირებით, სადაც გამოვლენილია დარღვევები თანამდებობის პირების მიერ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა მიერ კანონდარღვევები იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ მასალები ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას რამდენიმე თვის წინ გადაეგზავნა, რეაგირება აღნიშნულ მასალებზე ჯერჯერობით არ ყოფილა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge გთავაზობთ დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებას ზემმოთაღნიშულ საკითხთან დაკავშირებით. ჟურნალისტური გამოპძიების მეორე ნაწილში ფართოდ განვიხილავთ იმ საკითხებს, რომელზე საუბარიც smo.ge-მ პირველ ნაწუილში შემოგთავაზათ.

დოკუმენტი #7

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (2012 წლის 1 ნოემბერი)

ხელშეკრულების მეექვსე მუხლი განსაზღვრავს სამუშაოს დასრულების ვადას (30.10.2012) და მიღება-ჩაბარების შემდეგ წესს:

1. სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2012 წლის 30 ოქტომბერს

2. სამუშაოების შესრულება დადასტურდებოდა ფაქტიური შესრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2-ის წარდგენით.

3. სწორედ ამის შემდგომ ინსპექტირების ჯგუფს უნდა დაედო დასკვნა შესაძლო ხარვეზების აღმოჩენის თაობაზე.

4. არა უმეტეს ორი კალენდარული კვირის განმავლობაში  შ.პ.შ “დაგს” ხარვეზები უნდა გამოესწორებინა. ამ თანმიმდევრობის დაცვით  შესაზლებელიცა და აუცილებელიც იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რომლითაც ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება დადასტურდებოდა.

ხელშეკრულების ვადა 16 ნოემბერს იწურებოდა.

რამდენადაც ინსპექტირების ჯგუფის დასკვნაში  კონკრეტული ფაქტების საფუძველზე ჩამოთვლილია დეფექტების და ხარვეზის ორ კვირაში აღმოფხვრის შესაძლებლობა, ის რეალურად არც არსებობდა. არ ყოფილა დაცული არც სამუშაოების დასრულების ვადა. შესრულებული სამუშაოების აქტის ფორმა N2 წარმოდგენილ იქნა მოგვიანებით, 11 ნოემბერს. ფორმა წალენჯიხის საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ კახაბერ ციმინტიამ  წარადგინა, რომელიც ამავე დროს  სახელშეკრულებლო ურთიერთობაში  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იყო. მან არ ჩაიბარა ხელშეკრულების საგანი, როგორც არაჯეროვნად შესრულებული, თუმცა არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

კერძოდ, ამავე ხელშეკრულების 9.1 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას შემდეგი შემთხვევისათვის: ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა ან შესრულებული ვადის გადაცილებისათვის. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით.

რამდენადაც ზემოთ განვითარებული ფაქტობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი მსჯელობის შესაბამისად, კეთილსინდისიერ საკრებულოს თავმჯდომარეს , რომელსაც ეს სახელშეკრულებლო ურთიერთობა და საქართველოს კანონმდებლობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ავალებდა, უნდა მოქცეულიყო შემდეგნაირად:

შ.პ.ს “დაგის” მიერ ვადის გადაცილებისას, კახაბერ ციმინტიას უნდა მიემართა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციისთვის და ყოველ გადაცილებულ დღეზე მისთვის უნდა დაეკისრებინა ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %, რაც არის 4.210 ლარი. სწორედ ეს თანხა შ.პ.ს “დაგს” უნდა გადაეხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის ყოველ გადაცილებულ დღეზე.

რამდენადაც პირგასამტეხლოს  მიზანია დამრღვევი მხარე დამატებით დაავალდებულოს დაიცვას ხელშეკრულების შესრულების ვადები და მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრების მუქარით, აიძულოს დამრღვევი მხარე რაც შეიძლება ჩქარად ჩააბაროს ხელშეკრულების საგანი, რათა თავიდან აიცილოს არასასიამოვნო ფინანსური ჯარიმების ზრდა გაცდენილი დღეების შესაბამისად.

პირგასამტეხლოს გააჩნია ზედა ზღვარი და აღნიშნული ხელშეკრულებით მისი ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს ანუ 42.100 ლარს. მაშასადამე, თუ პირგასამტეხლოს დასაშვებ ზედა ჯამურ თანხას 42.100 ლარს გავყოფთ პირგასამტეხლოს ყოველდღიურ რაოდენობაზე 4210 ლარზე, მივიღებთ ათ დღეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა ათი დღის განმავლობაში ანუ მას 10 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა სამუშაოები.

გარდა ამისა შ.პ.ს „დაგმა“2012 წლის 15 ნოემბერს ანუ ხარვეზების გამოსწორებისთვის დადგენილი ორი კალენდარული კვირის განმავლობაში ვერ შეზლო ხარვეზების გამოსწორებაც. ამ შემთხვევაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს კახაბერ ციმინტიას, როგორც ხელშეკრულების მეორე მხარეს უნდა განეხორციელებინა შემდეგი ნაბიჯები, რათა დაეცვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესები, რომლის დაცვის ვალდებულებაც მას გააჩნია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

რამდენადაც 16 ნოემბერს ხელშეკრულებას მოქმედების ვადა გაუვიდა, იმავე ხელშეკრულებაში იურიდიულ ძალას , ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ინარჩუნებდა  ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო მექანიზმები. წინამდებარე ხელშეკრულების მეშვიდე მუხლში დეტალურადაა ჩამოთვლილი შესაძლო ნაბიჯები, რომელიც უნდა განეხორციელებინა სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს კახაბერ ციმინტიას, რათა კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

რამდენადაც კახაბერ ციმინტია დეკემბრის დასაწყისში გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, მას არ შეეძლო შემდგომი ნაბიჯების განხორციელება.

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნაში ჩამოთვლილია ის, რომ შ.პ.ს „დაგმა“ არ შეასრულა ვადის დაცვით ნაკისრი ვალდებულებები და რაც შეასრულა ისიც ნაწილობრივ უხარისხოდ. მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს  ამ დოკუმენტებში ჩამოთვლილ ხარვეზებს  თუ დეფექტებს, რომელიც ინსპექტირების ჯგუფმა აღმოაჩინა. აქ ჩამოთვლილი ხარვეზების აღმოფხვრა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარვეზების აღმოფხვრისვადაში ორი კალენდარული  კვირის განმავლობაში ვერ მოხდა, რამდენადაც ამ დეფექტებისა და ხარვეზების გამოსწორება ამ ვადებში ფაქტიურად შეუძლებელიც იყო. დოკუმენტებში ჩამოთვლილი ხარვეზებიდან და დეფექტებიდან ზოგიერთი დღესაც არ არის გამოსწორებული, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

დოკუმენტი #8

შ.პ.ს „დაგის“ მიერ მიწერილი წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს კახაბერ ციმინტიას. (წერილი მიწერილია 2012 წლის 30 ოქტომბერს)

აღნიშნული წერილიდან ირკვევა, რომ შ.პ.ს „დაგის“ მტკიცებით, მან 31 ოქტომბერს დაასრულა ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ითხოვს მიღება-ჩაბარების აქტის ჩაბარებას. „დაგის“  მესვეურები ცდილობენ მუნიციპალიტეტის მხრიდან ობიიექტის ჩაბარებას.

ქვემოთ ჩვენ ვნახავთ ამ წერილის წინააღმდეგობრივ ხასიათსა და სრულ აბსურდულობას სხვა, მოგვიანებით გაფორმებული  აქტების მიმართ, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დასტურდება როგორც შ.პ.ს „დაგის“ ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან  კანონების დარღვევის, საქმისადმი არაგულმოდგინე დამოკიდებულებისა და  საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინტერესების მიმართ ქარაფშუტულ მიდგომას.

დოკუმენტი #9

შ.პ.ს „დაგის“ დირექტორის წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას. (2012 წლის 10 დეკემბერი)

ამ წერილის მეორე აბზაცში შ.პ.ს „დაგის“ დირექტორი მიხეილ შარანგია ანვითარებს შემდეგ აზრს, რომ თითქოს მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2012 წლის 30 ოქტომბერს შეასრულა, ხოლო ინსპექტირების ჯგუფის მიერ გამოვლენილი ხარვეზები , რომელიც დადასტურებული იყო ამავე ჯგუფის მიერ გამოტანილი საბოლოო დასკვნით, გამოსწორებულ იქნა. შარანგია წერილში უთითებს ვადას, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ამავე წერილის მესამე აბზაცში მიხეილ შარანგია ამბობს, რომ მან  2012 წლის 1 ნოემბერს მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზას. აქვე უთითებს, რომ შესაბამისი დასკვნა მას პირადად გადაეცა 2012 წლის 7 დეკემბერს. შარანგია წერილში წერს, რომ დასკვნის მომზადებსი დაჩქარებას ვერ შეძლებდა, რადგან ეს სახელმწიფო ორგანიზაცია იყო.

ამ პატარა წერილში უამრავი აზრობრივი და ფაქტობრივი წინააღმდეგობების. კერძოდ, გაუგებარია, თუ რატომ მიმართა შ.პ.ს „დაგმა“ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თუ ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2012 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულა. ძნელად გასააზრებელია ექსპერტიზის ჩართვა საქმეში , რომლის აღმოჩენილ ხარვეზებს თავად „დაგიც“ ეთანხმებოდა, შემდეგ კი ეს ხარვეზები თავად გამოასწორა ორ კალენდარულ კვირაში.

ხელშეკრულება არ ითვალისწინებს გრძელვადიანი და ძვირადღირებული (10.104 ლარი) ექსპერტიზის ჩართვას. ვინ და რატომ გაიღო დამატებითი ხარჯები ამ ექსპერტიზისთვის? თანაც ამ ტიპის ექსპერტიზის ჩართვა თეორიულად მხოლოდ იმ შემთხვევისთვის იყო შესაძლებელი, თუ დაიწყებოდა სასამართლო დავა შ.პ.ს „დაგსა“ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების  შესრულება-არშესრულების თაობაზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შ.პ.ს „დაგის“ მიერ გრძელვადიანი ექსპერტიზისათვის მიმართვის ნამდვილი მოტივი იყო არა საინჟინრო ჭეშმარიტების დადგენა, არამედ  ხელშეკრულების შესრულებისა და ხარვეზების გამოსწორებისხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამართლება.

 

დოკუმენტი #10

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (2012 წლის 20 დეკემბერი)

ინსპექტირების ჯგუფმა 2012 წლის 20 დეკემბერს დადო ახალი დასკვნას, რომელშიც შემოკლებულია ის ხარვეზები და  დეფექტები, ვიდრე ეს ნაჩვენები იყო 2012 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში.  ამავე დროს ჯგუფი გამოდის წინადადებით, რომ ამ ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცეს განსაზღვრული დრო. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია ორი სამუშაო კვირა. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2012 წლის 2 მაისს დადებული ხელშეკრულების ვადა 2012 წლის 16 ნოემბერს ამოიწურა.

2012 წლის 10 დეკემბერს შ.პ.ს „დაგის“ მიერ დავით ბელქანიასადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ  ხელშეკრულება 31 ოქტომბერს შესრულდა, ხოლო ხარვეზები 15 ნოემბრამდე გამოსწორდა.

ათი დღის შემდეგ ინსპექტირების ჯგუფიეყრდნობა რა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, თავის მხრიდან ასკვნის, რომ ხარვეზები გამოსწორებული არ არის და შ.პ.ს „დაგს“ ხარვეზების გამოსასწორებლად გარკვეულ დროს ისევ აძლევს.

ამასთანავე , იმავე დღეს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი თ.შანავა მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას წინადადებით, რომ მიღებულ იქნას შემდეგი აქტები:

  1. ურთიერთშეთანხმების აქტი
  2. მიღება-ჩაბარების აქტი.

ამ დოკუმენტის ქვედა, მარჯვენა ნაწილში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კობა შანავა აკეთებს შემდეგი სახის შენიშნვას, რომ ხარვეზების საბოლოო გამოსწორებამდე, არ უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და შესაბამისად შ.პ.ს  „დაგის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა. ეს შენიშნვა გაკეთებულია 2012 წლის 31 დეკემბერს.

(ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელება იხილეთ რამდენიმე დღეში)

სხვა ახალი ამბები: