აგებენ თუ არა პასუხს წალენჯიხის პარკის საკითხზე თანამდებობის პირები?! (მეხუთე ნაწილი)

0

540217_448547781822908_872162754_n11საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ მკითხველებს შესთავაზა წალენჯიხის რაიონის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციასთნ დაკავშირებული დარღვევები და თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. smo.ge-მ მკითხველს ოთხი ნაწილისგან შემდგარი ჟურნალისტური გამოძიება შესთავაზა. დღეს კი გთავაზობთ ამავე ჟურნალისტური გამოძიების მეხუთე, დასკვნით ნაწილს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge იმედოვნებს, რომ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებით დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები და თაროზე შემოდებულ სრულ დოკუმენტაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გადაავლებენ თვალს.

დოკუმენტი # 20

ინსპექტირების ჯგუფის დასკვნა (აქტი # 1/1 2012 წლის 20 დეკემბერი)

ამ აქტში გამქრალია ხარვეზების დიდი ნაწილი, თუმცა საუბარია რამდენიმე ხარვეზზე და ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ითხოვს შ.პ.ს “დაგს” მიეცეს დრო, თუმცა ამავე დროს არ ავიწყდება, რომ ისინი მოქმედებენ სახელშეკრულებლო საფუძვლების გარეშე.

ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებული მასალის ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ შემსრულებელ ორგანიზაციას. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ სახელშეკრულებლო არის არა ქვეკონტრაქტორ შემსრულებელ ორგანიზაციასთან, არამედ შ.პ.ს “დათან”. ინსპექტირების ჯგუფს, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის # 9 ბრძანების 22-ე მუხლის 2 პუნქტის საფუძველზე, როგორც ხელშეკრულების შესრულების მაკონტროლებელ პირთა ჯგუფის ფუნქცია იყო “მისაწოდებელი ან/და მოწოდებული საქონლის, მომსახურეობის, სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა”.

დოკუმენტი # 21

ინსპეტრირების ჯგუფის აქტი # 1/1 (2013 წლის 29 მარტი)

ამ აქტში ინსპექტირების ჯგუფი წერს, რომ ხარვეზები თითქოს გამოსწორებულიაო და მათ კონკრეტულად ასახელებს, თუმცა ზოგადად და ზედაპირულად ასკვნის “ხოლო სხვა გამოვლენილ  ხარვეზთა შემსრულებელ ორგანიზაციას  სამუშაოები ჯერ არ დაუწყიაო”. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ შ.პ.ს “დაგს” უკვე სრულიად აქვს მიღებული მთელი თანხის ნაწილი, რომელიც 820.414 ლარით განისაზღვრა.

დოკუმენტი # 22

ინსპექტირების ჯგუფის აქტი # 2/1 (2013 წლის 10 მაისი)

ამ დასკვნაში ნათქვამია, რომ შ.პ.ს “დაგმა” თითქოს ყველაფერი გამოასწორა. აქ თვალსაჩინოა ის გარემოებბაც, რომ 2012 წლის 20 დეკემბრიდან ინსპექტირების ჯგუფი ახდენს ხარვეზების შემცირებას და ყველაფერი ეს ხდება მაშინ, როდესაც მათ მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე შ.პ.ს “დაგს” არ უწარმოებია სამუშაოები. მაგალითად მათ მიერ შადრევნებთან დაკავშირებულ პრობლემებს  გაზაფხულამდე აგვარებდნენ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები. არც ხეები შეღებილა ორი მეტრის სიმაღლეზე. ხეე4ბი საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბელქანიას პირადი დავალებით, შაბათობის ფორმატში სპორტული ცენტრის თანამშრომლებმა შეღებეს.

დოკუმენტი # 23

ცნობა შ.პ.ს “დაგისთვის” თანხების ჩარიცხვის შესახებ.

ესვ ცნობა გაცემულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და გვამცნობს გადარიცხული თანხების რაოდენობასა და მათი გადარიცხვის დროს. გადარიცხული თანხის საერთო ჯამია 775. 1184,45 ლარი ანუ არა საბოლოო შესრულების ფორმა # 2-ის მიხედვით გათვალისწინებული 820. 414 ლარი. ეს არის 2013 წლის 1 აგვისტოს მონაცემები. როდესაც სავარაუდოდ გადაირიცხა 15.000 ლარი. გარდა ამისა ამ დოკუმენტში მითითებული ჯამური თანხაც არასწორადაა გამოტანილი. აშკარად შესამჩნევია, რომ დოკუმენტის შემდგენს დაანგარიშებისას შეცდომა მოუვიდა.

დოკუმენტი # 24

საგადასახადო ანგარიშფაქტურები

ამ დოკუმენტის მიხედვით, ნოემბრიდან მარტის ჩათვლით შ.პ.ს “დაგის” ანგარიშზე ჩარიცხულია (მათ შორის დღგ-თანხა) 491 967.15 ლარი. ეს არის 2013 წლის 20 მარტის მონაცემებით. ასევე არსებობს მეორე ანგარიშფაქტურა, რომელზეც გადარიცხული თანხის ოდენობაა 56 477.85 ლარი. ეს დოკუმენტი დათარიღებულია 2012 წლის ოქტომბრტით.ასევე სხვა დოკუმენტებიდანაც ირკვევა, რომ 2012 წლის სექტემბერში განხორციელოდა პირველი ტრანზაქცია 271. 968 ლარის ოდენობით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კობა შანავას სახელზე გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ჯემალ კვარაცხელიას მიერ მიწერილი წერილის ქვედა მარცხენა  კუთხეში გაკეთებულია 2012 წელს განხორციელებული  ეტაპობრივი ანგარიშსწორების ჩამონათვალი და გარკვევით ჩანს პირველი ეტაპობრივი გადარიცხვა 271 969 ლარის ოდენობით. ამასვე ადასტურებს დოკუმენტი 23 , ცნობა შ.პ.ს “დაგისთვის” თანხების ჩარიცხვის შესახებ. ორივე დოკუმენტს ხელს აწერს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი კორნელი კვარაცხელია.

ახლა შეგვიძლია გადავხედოთ წინა აბზაცში შემოთავაზებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებს და გადახდილ თანხებს  ქრონოლოგიისა და მათი ოდენობის მიხედვით.

2013 წლის მარტის ბოლოსთვის ვღებულობთ შემდეგ სურათს:

1. პირველი ეტაპობრივი ანგარიშსწორება 271. 969 ლარი (სექტემბერი)

2. მეორე ანგარიშსწორება 477.045 ლარი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა 2012 წლის ოქტომბერი)

3. 2012 წლის ნოემბრიდან  2013 წლის მარტამდე განხორციელებულიეტაპობრივი ანგარიშსწორების ჯამი967.015 ლარი (საგადასახადო ანგარიშფაქტურა 2013 წლის მარტი)

სამივე ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული თანხების ჯამია ფორმა # 2-ით გათვალისწინებული საბოლოო შესრულების ჯამური თანხა 820. 414 ლარი ანუ საბოლოო შესრულების თანხა ცალკეული ეტაპებით უკვე განხორციელებული იყო 2013 წლის მარტში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა თავდაყირა აყენებს ამ უტყუარი დოკუმენტებთ განმტკიცებულ ვითარებას და ქრონოლოგიურად ისეთი ეტაპობრივი ანგარიშსწორების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელთა საბოლოო ჯამი არ უდრის საბოლოო შესრულების თანხას 820. 414 ლარს.ბუნებრივია, რომ ეს საკითხი წარმოშობს წალიან ბევრ კითხვას, თუმცა მათზე პასუხის გაცემას მოვერიდებით ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის  სიმცირის გამო.

დოკუმენტი # 25

სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

აღნიშნული დასკვნა  საფუძვლად დაედო 2012 წლის 20 დეკემბრის ინსპპექტირების ჯგუფის დასკვნას. ეს უკანასკნელი კი საფუძველს ქმნიდა 2012 წლის 20 დეკემბერს, საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას მიერ მიღებული შემდეგი დოკუმენტებისთვის: მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშეთანხმების აქტი და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

ეს დასკვნა სამი ნაწილისგან შედგება: 1.ექსპერტის წინაშე დასმული შეკითხვა; 2. არის თვით დასკვნა; 3. კვლევა/გამოკვლევა.

უცნაურობა მდგომარეობს იმაში, რომ დასმული შეკითხვის ე.წ პასუხი  ანუ დასკვნა სრულებით არ პასუხობს მოთხოვნებს, ხოლო დასკვნის გასაკეთებლად განვითარებული გამოკვლევა იმდენად აბსურდული და გაუგებარია, რომ დიდი საინჟინრო ცოდნა არც არის საჭირო ამის  შესამჩნევად. გაუგებარია საერთოდ, თუ რა იქნა გამოკვლეული , რა მოცულობით და რისთვის იყო საჭირო ეს დასკვნა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 10. 104 ლქრი დაუჯდა. ასევე გაუგებარი და ძნელად გასააზრებელია ის, თუ როგორ იყო შესაძლებელი ამ ე.წ დასკვნის საფუძველზე ინსპექტირების ჯგუფს თავისი მხრიდან შემდგომი დასკვნა გაეკეთებინა და ამის საფუძველზე სამართლევბრივი შედეგების დადგომაზე  ორიენტირებული აქტები გამოეცა საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას.

დოკუმენტი # 26

ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია

საბანკო გარანტიის მიზანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

საბანკო გარანტია წარმოადგენს შემსყიდველი მხარის- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინტერესების დაცვის  დამატებით გარანტიას და ამ ხელშეკრულებაში მას ცალკე, მეშვიდე მუხლი აქვს  გამოყოფილი. საბანკო გარანტია წარმოადგენს ასევე  ჯერ კიდევ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე  პრეტენდენტის (შ.პ.ს “დაგი) საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ინტეგრირებულ ნაწილს და ტენდერში გამარჯვების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას. შ.პ.ს “დაგმა” საკუთარ საკონკურსო მონაცემებში წარმოადგინა ბანკ “რესპუბლიკის” საბანკო გარანტია. ამავე ბანკის უფლებამოსილმა პირებმა იქვე დააწესეს გარანტიის მოქმედების ვადა და ეს ვადა 2012 წლის 3 დეკემბრამდე განისაზღვრა.

საბანკო გარანტიის განსხვავებულ ვადას გვთავაზობს შ.პ.ს “დაგსა” და წალენჯიხის მუნიციპალიტეტს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება. კერძოდ, მუხლი 7.1-ის მეორე წინადადებაში გამოთქმულია საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის შემდეგი წესისაბანკო გარანტიის მოქმედებია ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება ხელშეკრულების მოქმედების ვადას., ხოლო ამავე ხელშეკრულების  10.1 მუხლი ადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადას 2012 წლის 16 ნოემბრამდე. ამ ორი მუხლის ერთობლიობით ვღებულობთ შემდეგ დასკვნას, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 16 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო დადგენილი.გამომდინარე აქედან, საბანკო გარანტიით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ვადის  საწინააღმდეგოდ 13 დღით შემცირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო ინტერესების იძულებით რეალიზაციის კიდევ ერთი საშუალება, რომელსაც არც სატენდერო კომისიის წევრებმა და არც შემდგომ სხვა უფლებამოსილმა პირებმა ყურადღება არ მიაქციეს და სათანადო რეაგირების გარეშე დატოვეს ეს ხარვეზი.

თქვენ იხილეთ არა მხოლოდ სერიოზული კანონდარღვევები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა ვერტიკალში მომუშავე პირთა არაკომპეტენტურობა, არამედ აზროვნების პროცესების სრული პარალიზების რეალური მაგალითები. ეს ყველაფერი გაჯერებული იყო ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციით. საინფორმაციო სააგენტო smo.ge დიდ იმედს იტოვებს, რომ ამ დოკუმენტაციას კიდევ ერთხელ გადახედავს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურა და შემოსავლების სამსახური. დაინტერესდებიან აღნიშნული ფაქტებით და კანონდამრღვევთა მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები.

სხვა ახალი ამბები: