“აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში” – ტურ-ოპერატორები სამეგრელოს სტუმრობენ

0

“აღმოაჩინეთ მეტი სამეგრელოში” – USAID-ის პროექტ Zrda-ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ერთობლივი ინიციატივა 21 აპრილს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda -ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტურ-ოპერატორებთან, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების, დამატებით ვიზიტორთა მოზიდვასა და მდიდარი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ახალი ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შემუშავება-პოპულარიზაციის მიზნით, USAID-ის პროექტ Zrda-ს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ეგიდით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 19-22 აპრილს რეგიონში ჩატარდა საინფორმაციო ტური საქართველოში რეგისტრირებულ და წარმატებულ ტუროპერატორთათვის, რათა გაიზარდოს სამეგრელოში არსებული ტურისტული ობიექტების ცნობადობა და ხელი შეეწყოს მეტი ვიზიტორ-დამსვენებლის მოზიდვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას.

ტური მოიცავს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება აქ არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კუტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას. დამატებით, შეიქმნება ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შუეწყობს შეთავაზებათა სპექტრის გაზრდას და ვიზიტორთა ნაკადის მატებას. ტურის ფარგლებში, ტუროპერატორებმა მოინახულეს ენგურის თაღოვანი კაშხალი და მისი მიმდებარე ტერიტორიის სანახაობები.

დააგემოვნეს უგემრიელესი მეგრული სამზარეულო. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, USAID-ის პროექტი Zrda ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ახალი სამოგზაურო პაკეტების პრომო მასალის საერთაშორისო გამოფენებზე გატანას.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას და შესაბამისად რეგიონების მდგრად ეკონომიკური განვითარებას. ტუროპერატორებთან შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 70 თემში.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს.

პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

სხვა ახალი ამბები: