ახალაბასთუმანში “ევროკლუბი” დაფუძნდა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად ახალაბასთუმანის საჯარო სკოლაში, ევროკლუბის დაფუძნებას დაესწრო. კლუბის მიზანი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაა, რომელიც ევროპული ღირებულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.

დღესვე, ახალაბასთუმანის სკოლასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ მოაწერა. მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობა განათლებისა და არაფორმალური განათლების სფეროში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარება და გაძლიერება და მხარეების ერთობლივი მონაწილეობა პროექტებსა და პროგრამებში.

“მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს და მიესალმება მსგავს პროექტებს, ვინაიდან განათლების ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია”-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ღონისძიებას ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია, საკრებულოს წევრები თამუნა ჯიქია, ეკატერინე კიფაია და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სხვა ახალი ამბები: