ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს და მიწაში თავდაყირა ჩაფლეს – აფხაზეთში კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა

0

სოხუმის ცენტრში, ე.წ “მესაზღვრეთა სასაფლაოსთნა” მიწაში ჩაფლული ახალგაზრდა მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელსაც ძალადობის კვალი ემჩნეოდა და თავის არეში 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ჯერჯერობით დაუდგენელია მკვლელობის მოტივი. სოხუმის მილიციისა და დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ერთობლივი ღონისძიების საფუძველზე დადგენილ იქნა მოკლულის ვინაობა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ოჩამჩირის რაიონის სოფელ გვადას (ყოფილი გუდავა) მკვიდრს, 1974 წელს დაბადებულ, ვინმე დ. ჯ-ს ეკუთვნის.

ინფორმაციას აღნიშნული მკვლელობის შესახებ აფხაზური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულ იქნა სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში. მათი კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებულია “მაკაროვის” ტიპის ავტომატური, ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც განხორციელდა მამაკაცის მკვლელობა.

აფხაზური საინფორმაციო საუალებების ინფორმაციით ბოლო დროს ოკუპირებულ ზონაში კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესებულია. 2017 წლის პირველი კვირის განმავლობაში სოხუმში 5 მკვლელობა, 16 დაყაჩაღებისა და 41 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა.

სხვა ახალი ამბები: