ახალი დაპირისპირების კერა “ნაციონალებში”- ვინ გახდება ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე?

0

დაპირისპირება გაყოფილ ნაციონალებს შორის უკვე იმ ფრთასი ინაცვლებს, რომლებმაც ნდობა ბელადს, მიხეილ სააკაშვილს ღიად გამოუცხადეს და დედა პარტია “დაღუპვას” გადაარჩინეს. დაპირისპირების კერები სოციალურ ქსელ facebook-ში გაჩნდა. დაპირისპირების თემა ამჯერად არა მიშას მხარდაჭერა, არამედ ადგილების გაყოფაა რეგიონულ ორგანიზაციებში.

ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ორგანიზაციაში უკვე ხმაურია. სააკაშვილისგან ახლახან მონათლული თანაპარტიელები ადგილობრივ ორგანიზაციაში თავმჯდომარის პოსტზე ერთმანეთს ეცილებიან. პრეტენზიას კი აღნიშნულ თანამდებობაზე სამ კანდიდატს აქვს. ესენი არიან: ზუგდიდის საკრებულოს ორი წევრი, ლევან კონჯარია და ანა წითლიძე, მესამე, თამაშგარე განდიდაატად კი ქალაქ ზუგდიდის ყოფილი გამგებლობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ბესო გაბუნიაა.

მართალია ჯერჯერობით თავად კანდიდატები არ “დაჯახებიან” ერთმანეთს, თუმცა მათ მხარდამჭერებს შორის პირველი გასროლები სოციალურ ქსელში უკვე გაისმა. პირველად აღნიშნული საკითხისადმი ხმამაღალი პოზიცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ყოფილმა საოლქო პროკურორმა როლანდ ახალაიამ გამოხატა. ახალაია სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კანდიდატს ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ხელდასმულად მიიჩნევს. ამავე დროს ახალაია გოროზიას კალაძის ქოლგის ქვეშ მოღვაწე პერსონად მოიხსენიებს.

“მე მდონი დროა სამეგრელოში ზაზა გოროზიას ხელის ფათური მორჩეს. მე პირადად ვემხრობი ჩიორას აზრს და ხალხმა გადაწყვიტოს ეს  საკითხი. ცენტრალურ ოფისშიც დროა ზოგიერთები გამოფხიზლდნენ და თავი დაანებონ გოროზიასთან ალიანსს. გოროზია პირველი დღიდანვე კალაზის ქოლგის ქვეშ  მოღვაწეობს და დროა გამოფხიზლების”-წერს სოციალურ ქსელში როლანდ ახალაია.

ახალაიას აღნიშნული გამოხმაურება სოციალურ ქსელში ზუგდიდის თეატრის ყოფილი დირექტორის, მაია კალანდიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს მოჰყვა. მაია კალანდია სოციალურ ქსელში ისეთს სტატუსს აქვეყნებს, რომელიც პირდაპირ არის მიმართული თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან კონჯარიას წინააღმდეგ.

“სახელის და გვარის გარეშე. არც მონიშნვა არ მიჭირს. ნუ ცდილობთ შემოძვრეთ იქ, სადაც არ არის ტქვენი ადგილი, რომელიც არ დაგიმსახურებიათ”-ნათქვამია მაია კალანდიას მიერ გამოქვეყნებულ სტატუსზე.

“ქალბატონო მაია, ვერცერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს, ვინ იქნება ცალკეეული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ჩავატარებთ ფართო, სამართლიან არჩევნებს! ჩვენ ამაზე ავიღეთ პასუხისმგებლობა და ვაკეტებთ კიდეც.”-წერს კალანდიას საპასუხოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი.

კანდიდატებთან დაკავშირებით შიდაომები გრძელდება “ნაციონალურ მოძრაობაში. smo news-ის სანდო წყაროს ცნობით სოციალური ქსელის მიღმა ძალიან დაძაბული მდგომარეობაა შიდა რგოლებში. ანა წითლიძე არცერთ კანდიდატს არ უთმობს პოზიციებს და ის მართებულად მიიჩნევს იმას, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას სწორედ პოლიტსაბჭოს წევრი უნდა ხელმძღვანელობდეს.

smo news-ის წყაროს ცნობით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, როლანდ ახალაიას გამოხმაურება სწორედ წითლიძის მისამართით იყო გაკეტებული. ახალაია მიიჩნევს, რომ ანა წითლიძე ზაზა გოროზიას კადრია და მას პარტიული აქტივი ვეღარ მიენდობა. როგორც ირკვევა, ფართო მასებისთვის მისაღები ისევ ლევან კონჯარიას კანდიდატურაა, რომელიც ადგილობრივი ორგანიზაციის მთავარ დამფინანსებელს, ზუგდიდის ყოფილ გამგებელს ალექსანდრე ქობალიასაც არ აწყობს.

როგორც ამბობენ ბოლო სიტყვას აქაც ყოფილი პრეზიდენტი იტყვის. ამის შემდეგ კი გამორიცხული არ არის “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაცია კიდევ ერთმა ფრთამ დატოვოს.

სხვა ახალი ამბები: