ახალი გამოკითხვების თანახმად სენაკში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი უპირობოდ ლიდერობს

0

წინასაარჩევნო მარათონი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად,კიდევ უფრო საინტერესო ხდება, სამეგრელოში,სენაკში. კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სენაკში,პარტია”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ბერაია კვლავ უპირობოდ ლიდერობს. მისი რეიტინგი ყოველდღიურად მატულობს და ბოლოდროინდელი გამოკითხვით 77%-ს უტოლდება.

გამოკითხული იქნა 1200 რესპოდენტი. შეგახსენებთ, რომ ანალოგიური გამოკითხვა ათი დღის წინაც ჩატარდა,რომლის თანახმადაც ირაკლი ბერაიას მხარს გამოკითხულთა 75% უჭერდა. მეორე ადგილს კვლავ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი – კობა ნაყოფია, ხოლო მესამეს – “სახემლწიფო ხალხისთვის” მაჟორიტარობის კანდიდატი, სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, გურამ მისაბიშვილი იკავებს.