ახალი კავშირები და ბრძოლა წესების გარეშე – დედა-შვილის ტანდემი პოლიტიკურ ავანსცენაზე

0

სამეგრელოში და კონკრეტულად ზუგდიდში, პოლიტიკურ ავანსცენაზე ისევ გამოჩნდა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერი ლალი ანთია, რომელსაც მხარს საკუთარი ვაჟი, ყოფილი საჯარო მოხელე გურგენ (გიზო) სართანიაც უმშვენებს. გიზო სართანიას ჩართვა პროცესებში მას შემდეგ მოხდა, რაც ის გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან ზუგდიდის ახლადარჩეულმა გამგებელმა ლაშა გოგიამ თაანამდებობიდან გაათავისუფლა. თუმცა მანამდე გიზო სართანიამ პოლიტიკური ელფერი რამოდენიმეჯერ იცვალა.

ჯერ კიდევ წინასააარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისგან” განაწყენებულმა სართანიამ ნავსაყუდელი “პატრიოტთა ალიანსში” ჰპოვა. მიზეზი კი მხოლოდ ერთი იყო. “ქართულმა ოცნებამ” გიზო სართანიას მხარი არ დაუჭირა წარედგინათ ზუგდიდის გამგებლის კანდიდატად, რასაც ის და მისი ოჯახი ასპროცენტიანი გარანტიით მოელოდნენ. SMO NEWS-ის წყაროს ცნობით, სართანიების ოჯახი ბოლო დღემდე ელოდა მმართველი გუნდის შეთავაზებას, სანაცვლოდ კი საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი მხარდამჭერების დახმარებით სწორედ მმართველ გუნდს უფეშკაშებდნენ ხმათა უმრავლესობას.

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” ზუგდიდის გამგებლის” კანდიდატად გიზო სართანიას აღარ წარადგენდა. მიზეზად კი დედის, ლალი ანთიას წარსული და თავად სართანიას არაპროფესიონალიზმი სახელდებოდა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გიზო სართანიამ მორიგი პარტიის წინააღმდეგ ჩუმი ამბოხი (ადრე გიზო სართანია “თავისუფალი დემოკრატების” წევრი იყო. თანამდებობის მიღებისთანავე მან აღნიშნული პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” ერთგულ ჯარისკაცად ეკურთხა). სართანია მმართველი პარტიის ლიდერებს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრში ემუქრებოდა. თუ მას არ უბოძებდნენ გამგებლობას, “ყველაფერს იტოდა”. შანტაჟისა და მუქარის მეთოდებს საკუთარ დედასთან, თაღლითობაში მრავალგზის ეჭვმიტანილ ლალი ანთიასთან გადიოდა. თავად ანთია კი საკუთარი შვილის “გადასარჩენად” დამოუკიდებლად იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა დედა-შვილს არაფერი გამოუვიდათ.

გიზო სართანიამ მორიგ შირმად უკვე ახალ პოლიტიკურ ძალას მიმართა. მან მიიღო გადაწყვეტილება ზუგდიდის გამგებლად კენჭი “პატრიოტთა ალიანსის” სახელით ეყარა. თავდაპირველად მან ახალი იმიჯის შექმნა მოქმედი ხელისუფლების ძაგებითა და “მხილებით” დაიწყო, რომელსაც შესაბამისი ფაქტები არ ახლდა თან. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამით მმართველ პარტიას “დანაპირები” შეუსრულა, თუმცა უხარისხოდ.

SMO NEWS-ის ინფორმაციით სართანია პოლიტიკური პარტიის ლიდერებს არწმუნებდა იმაში, რომ თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა. საამისოდ მან ცენტრს წინასაარჩევნო დაფინანსება მოსთხოვა. დაუდასტურებელი ინფორმაციით სართანიამ გამარჯვების იმედით თანხა მიიღო პარტიის ერთ-ერთი წევრისგან, ფრიდონ ინჯიასგან. დაფინანსებას იღებდა ასევე სხვა ე.წ “კანალებიდან”.

ამასობაში ცალკე ფრონტზე იბრძოდა სართანიას დედა, ლალი ანთია, რომელიც ასევე აშანტაჟებდა მოქმედ თანამდებობის პირებს და დეზინფორმაციებს ავრცელებდა სხვა და სხვა ონლაინ გამოცემებსა თუ ბეჭდურ მედიაში. მიუხედავად ყველაფრისა სართანია-ანთიას ტანდემმა 2016 წლის არჩევნებზე სრული ფიასკო განიცადა. გიზო სართანიას ელექტორატმა მხარი არ დაუჭურა, რის შემდეგაც ის ისევ დაბრუნდა გამგეობაში და მოღვაწეობა განაგრძო გამგებლის მოადგილის პოსტზე. სართანიამ მოადგილეობასთან ერთად თამამად შეითავსა გამგებლის მოვალეობები ახალი, არჩეული გამგებლის დანიშნვამდე.

ზუგდიდის გამგებლად ლაშა გოგიას მოსვლიდან რამდენიმე დღეში გიზო სართანია სამსახურიდან გათავისუფლდა. მიუხედავად იმისა, რომ სართანიამ გათავისუფლების შესახებ სპეციალურ განცხადებას ხელი მოაწერა, მან “ხელს გაატანა” გამგეობის კუთვნილი ავტომანქანა “პრადო”, რომლის დაბრუნება თავად გამგეობამ ორი დღის შემდეგ შეძლო.

საჯარო სამსახურიდან დათხოვნილი გამგებლის ყოფილი მოადგილე ამის შემდეგ ისევ იმ პარტიას უბრუნდება, რომელსაც ზუგდიდში მარცხი განაცდევინა, თუმცა უოფისოდ. გიზო სართანიას “ბრძოლის ველი” ძირითადად სოციალური ქსელი ხდება. პარალელურ რეჟიმში კი ლალი ანთია განაგრძობს “ძველებურ” საქმიანობას, რომლიის არსიც შანტაჟი და დაშინებაა. მიუხედავად ყველაფრისა “ბრძოლის” ვერც ამ ხერხმა გამოიღო შედეგი. ლალი ანთიას სტატიებს აღარ აქვეყნებენ უკვე ის გამოცემებიც, სადაც ის “კარგად გრძნობდა თავს” და ამ გზით ცდილობდა გავლენის სფეროები მოეპოვებინა.

ანთიამ პოლიტიკური კურსი შეცვალა და შვილისა და ოჯახის “გადარჩენის” მიზნით კავშირი დაამყარა აქამდე უარყოფილ და “მტრის ხატად” შერაცხულ ძალებთან. ანთია კავშირს ამყარებს “რუსთავი 2”-ის კორესპონდეტთან ემა გოგოხიასთან და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრთან, ზუგდიდის ყოფილ გამგებელთან ალექსანდრე ქობალიასთან (ალექსანდრე ქობალია ლალი ანთიას ქმრის ახლო ნათესავია).

P.S: რა თანხები მიიღო სახელმწიფოსგან გიზო სართანიამ ანაზღაურებისა და პრემიის სახით. როგორ და რა თანხებით შეიძინა ბინა თბილისში, კრწანისის ქუჩაზე და ავტომობილი, რმელიც მის კუთვნილებაშია. 

ვინ დაასაქმეს და რის ფასად დედა-შვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და “ნაციონალური მოძრაობის” რომელ საჯარო პირებს ლობირებდნენ ზუგდიდში.

სტატიის გაგრძელება იხილეთ SMO NEWS-ზე უახლოეს მომავალში

სხვა ახალი ამბები: