ახალი ველოტრასა ზუგდიდიდან ანაკლიამდე და ასი ველოსიპედი საკურორტო ზონისთვის

0

ზუგდიდიდან ანაკლიამდე ველობილიკის მოწყობა იგეგმება. ველო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი კომპანია „ივერია მოტორსს” და მის პარტნიორ ფრანგულ კომპანია SMOOVE-ს ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქიშმარია რადიო „კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ბათუმში უკვე განახორციელეს ველოტრასების პროექტი, რომელიც წარმატებული გამოდგა და ბათუმს აქვს თანამედროვე ველოპარკი.

„ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თბილისი, საქართველოს მსხვილი ქალაქები და დადგინდა, რომ თბილისში ველოტრასებითვის მისაღები რელიეფია, ასევე მიმზიდველია ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი. ჩავატარეთ პრეზენტაციები ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან და ჩვენი კომპანია მზად არის ველოპტრასების მოწყობის შემთხვევაში შემოიყვანოს თანამედროვე სტანდარტის ველოსიპედები და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა” – აცხადებს ქიშმარია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუგდიდის ძირითად ნაწილში ველოტრასების მოწყობა და ასევე ზუგდიდის სადგურიდან ანაკლიამდე დაახლოებით 35 კილომეტრის ტრასის გაკეთება. ქიშმარიას განმარტებით, ზაფხულში ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჯემფესტი” ტარდება, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ტერიტორია იქნება ტურისტების თავშეყრის ადგილი. პირველ ეტაპზე ზუგდიდისთვის 100 ველოსიპედის შეყვანა იქნება საკმარისი.

წყარო: რადიო “კომერსანტი”

სხვა ახალი ამბები: