ახალსოფელი-ჯუმის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ამომრჩეველს ახალსოფელში შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯაბუა წარუდგინა. მერობის კანდიდიატმა ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

,,ახალსოფლის წყალმომარაგების პრობლემისთვის 2019-2020 წლებში ჩვენ დავხარჯავთ 100 000 ლარს. აქ არსებობს წყალარინების პრობლემა, რომელიც ასახულია სამოქმედო გეგმაში და მოგვარდება. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 2019 წლის ბოლომდე 200 ათას ლარი იხარჯება. აქ ჩვენ დავაგეთ უჩაშონას გზა, მაგრამ ამჯერად პრობლემა გავქვს ახალსოფელი-ჯუმის დამაკავშირებელ გზაზე. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და მისთვის 2 000 000 ლარი დაიხარჯება. ჩვენ ახალსოფელში ასევე ვგეგმავთ შიდა გზების რეაბილიტაციას” – განაცხადა შეხვედრაზე მერობის კანდიდიატმა.

ლაშა გოგიამ, ადგილობრივებს ოფაჩხაფუ-ნარაზენის გზის რეაბილიტაციის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ავარიული გზის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება და მისი მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ლაშა გოგიამ მადლობა გადაუხადა, შეხვედრაზე მყოფ ბაია ღუბელაძის დედას: ,,მადლობა, რომ საქართველოს უზრდით ისეთ ახალგაზრდას, როგორიც ბაიაა. ბაია, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მე-4 კურსის სტუდენტია და ის ჩემი სტიპენდიანტია. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლას არამარტო საქართველოში არამედ საზღვარგარეთ”.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოქალაქეების კითხევბს უპასუხა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

სხვა ახალი ამბები: