ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში გარე განათების ლამპიონები დაამონტაჟეს

0

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, დღეს, გარე განათების ლამპიონების მონტაჟი დაიწყო.

გარე განათების ქსელის მოწყობის პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.

ლამპიონების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ახალსოფელში პირველად ხორციელდება, ერთ კვირაში დასრულდება. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი აწარმოებს.